პალასი 1

 


პალასი 1 -  მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, ს.ცინცაძის 12 - ში და აკავშირებს გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვი), ს. ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩებს.

კომპლექსში ფუნქციონირებს სავაჭრო ცენტრი, სადაც განთავსებულია ჰიპერმარკეტი "კარფური" და სხვა საერთაშორისო ბრენდები. ასევე, სრულადაა დატვირთული კომპლექსის სხვა კომერციული ფართები, სადაც განთავსებულია კაფე-ბარები, სავაჭრო, მომსახურების ობიექტები და სხვა.

პალასი 1 შედგება 10 ბლოკისგან, მათგან შესახლებულია II, III, IV, V, VIII, IX, X ბლოკების მაცხოვრებლები, დასრულებულია I, VI ბლოკის კარკასები და ამოყვანილია VII ბლოკის 7 სართული. 

დასამთავრებელია პალასი 1-ის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.


მეტის ნახვა

სიახლეები

თარიღის მიხედვით
24/ნოემბერი/2020

პალასი 1 - მა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ, პალასი 1 - მა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. ამ დოკუმენტის თანახმად, პალასი 1 - მა მაქსიმუმ 5 თებერვლამდე უნდა წარადგინოს პროგრამის დაწყებისთვის საჭირო დოკუმენტაცია. თუმცა ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ვგეგმავთ, რომ ყველა ფორმალური საკითხის მოგვარება ამ წლის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე, დაიწყება პალასების მშენებლობის ფინალური ეტაპი, სამშენებლო სამუშაოები განახლდება დაჩქარებული ტემპებით და ყველა მიმდინარე ვალდებულება დასრულდება.
მეტის ნახვა